გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
1 -ის 5

აბრეშუმის შარფი - ფერადი ქართული ორნამენტი

აბრეშუმის შარფი - ფერადი ქართული ორნამენტი

ყელსახვევზე გამოსახულია ბრეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატის ორნამენტები.

ბრეთის „მამა პიროსი“ – სოფელი ბრეთის (ქარელის მუნიციპალიტეტი, რუისისა და ურბნისის ეპარქია) წმ. გიორგის ტაძარი (VI ს. II ნახ. – VIII-IX სს.) დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, პიროს ბრეთელმა. ბრეთის მამა პიროსი და აქ არსებული მონასტერი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი.აქ შეიქმნა XI ს. იოანე ნათლისმცემლის ჭედური ხატი, რომელიც მონასტრის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენდა (დღეს დაცულია ხელოვნების მუზეუმში). ამ ხატმა ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია – აღარ არსებობს არც მოჩარჩოება, არც ფერწერული ნაწილი. წმ. იოანეს ხელთ უპყრია დისკოსი წარწერით „ხმა ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“ (ესაია წინასწარმეტყველი), დისკოსის ქვემოთ მეორე წარწერაა: „მამა მიქაელი. წმ. იოანე ნათლისმცემელო, მეოხ ეყავ“.

შეფუთვა: თითოეული შარფი თავსდება ელეგანტურ ბრენდირებულ ყუთსა და ჩანთაში. კომპლექტს მოჰყვება ბრენდირებული მისალოცი ბარათი და ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) საინფორმაციო ბარათი შარფის შესახებ, რაც მას იდეალურ პრემიუმ საჩუქრად აქცევს.
ჩვეულებრივი ფასი65.00 ლარი
ჩვეულებრივი ფასი 65.00 GEL გასაყიდი ფასი 65.00 ლარი
ფასდაკლება არ არის მარაგში
ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. მიწოდების თანხა დაანგარიშდება გადახდის დროს.
რაოდენობა
სრული დეტალების ნახვა

დამზადებულია საქართველოში