კირკეს კორპორატიული შეთავაზება

ექსკლუზიური კორპორატიული შეთავაზება კირკესგან

გამორჩეული და დასამახსოვრებელი საჩუქრები თქვენი პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის. 

ბრენდი „კირკე გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, საავტორო დიზაინით შექმნილ აბრეშუმის შარფებს, მაგიდის სუფრებს და რანერებსა, რომლებიც შთაგონებულია ქართული და კოლხური კულტურით, ისტორიითა და უნიკალური ორნამენტებით.

ჩვენი აქსესუარები იდეალური გადაწყვეტილებაა პრემიუმ კლასის კორპორატიული საჩუქრებისთვის - ისინი აერთიანებენ ელეგანტურ, დახვეწილ შეფუთვას, გამორჩეულ ვიზუალურ სტილსა და განსაკუთრებულ ქართულ ხარისხს.

კორპორატიული პარტნიორობის პირობები და ფასდაკლებები

იმისათვის, რომ მაღალი კლასის ბიზნეს საჩუქრები თქვენი კომპანიისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მოქმედებს სპეციალური საფასო პოლიტიკა საბითუმო შეკვეთებზე:

  • მინიმალური შეკვეთა: 10 ცალი პროდუქტი.
  • 10-20 ცალი პროდუქტის შეკვეთისას: მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
  • 20 ცალზე მეტი პროდუქტის შეკვეთისას: მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
  • ლოგისტიკა: უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით.

დეტალური პრეზენტაციის ჩამოტვირთვა

კორპორატიული შეთავაზების სრული პირობებისა და კატალოგის სანახავად, ჩამოტვირთეთ ჩვენი ოფიციალური პრეზენტაცია.

PDF პრეზენტაცია

ხშირად დასმული კითხვები (FAQ) კორპორატიული შეკვეთების შესახებ

1. რა ტიპის პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი კორპორატიული შეკვეთისთვის?

კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში შეგიძლიათ შეუკვეთოთ „კირკეს“ ქალისა და კაცის აბრეშუმის შარფები, წვრილი ყელსახვევები, მაგიდის რანერები, სუფრები, ხელსახოცები და ბრენდირებული ტილოს ჩანთები.

2. შესაძლებელია თუ არა დიზაინის პერსონალიზაცია ან კომპანიის ლოგოს ინტეგრირება?

დიახ, მსხვილი კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით, შესაძლებელია დიზაინის ადაპტაცია, ექსკლუზიური დიზაინისი დამზადება ან თქვენი კომპანიის სიმბოლიკის გამოყენება შეფუთვასა და აქსესუარებზე.

3. რა ვადებში ხდება ბიზნეს საჩუქრების დამზადება და მიწოდება?

დამზადების ვადები დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობასა და დიზაინის სირთულეზე. დეტალური ვადების შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად, შეკვეთის გაფორმებისთანავე. თბილისის მასშტაბით მოქმედებს სწრაფი მიწოდების სერვისი.

დაგვიკავშირდით ინდივიდუალური შეთავაზებისთვის.

ჩვენ სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას და შეგირჩევთ საუკეთესო დიზაინს.

  • ტელეფონი: +995 574 00 01 00
  • ელ. ფოსტა: kirkeaccessories@gmail.com
  • სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა.

აჩუქეთ თქვენს თანამშრომლებს და პარტნიორებს განსაკუთრებული ამბავი კირკესთან ერთად.