კირკეს პარტნიორობის პროგრამის პირობები
კირკეს პარტნიორობის პროგრამის პირობები
ამ შეთანხმებით რეგულირდება ურთიერთობა ინდ. მეწარმეს (შემდგომში — "ქეთევან ქურსუა") და პარნტიორს (შემდგომში — „თქვენ“) შორის. ხელშეკრულებაში მითითებულია პირობები, რომლებსაც ეთანხმებით კირკეს პარტნიორობის პროგრამა პირობები მონაწილეობისას.
1. რეგისტრაცია და დასტური
1.1. პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება და პირობებზე დათანხმება.
1.2. კომპანია იტოვებს უფლებას არ დაამტკიცოს განაცხადი მიზეზის განმარტების გარეშე.
2. ბმულების და რეკლამების განთავსება
2.1. მიიღებთ უნიკალურ ბმულს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ID-თან.
2.2. რეკლამა უნდა იყოს ეთიკური და არ უნდა შეიცავდეს ცრუ ან გადაჭარბებულ ინფორმაციას.
3. საკომისიო
3.1. საკომისიო განისაზღვრება ვებსაიტზე მითითებული პროცენტით, რომელიც არის 15% თითო გაყიდვიდან.
3.2. საკომისიო ირიცხება მხოლოდ დასრულებულ შეკვეთებზე, და რომელიც არ დაბრუნებულა.
3.3. გადახდა ხდება თვეში ერთხელ, მინიმუმ 50 ლარის დაგროვების შემთხვევაში.
3.4. გადახდა ხორციელდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვით.
4. საგადასახადო ვალდებულება
4.1. თქვენ ხართ სრულად პასუხისმგებელი საკუთარი შემოსავლის დეკლარირებაზე და გადასახადების გადახდაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. აკრძალვები
5.1. აკრძალულია სპამი, ყალბი ტრეფიკის გენერირება, ან სხვა არაეთიკური ან უკანონო ქმედება.
5.2. კომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს თანამშრომლობა დარღვევის შემთხვევაში.
6. ვადის გაგრძელება და შეწყვეტა
6.1. ეს ხელშეკრულება ძალაშია შედის რეგისტრაციის და დადასტურების დღიდან.
6.2. ორივე მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინებით.
7. მონაცემთა დაცვა
7.1. თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.