კირკეს პარტნიორობის პროგრამა (Affiliate Program)

გახდი ჩვენი პარტნიორი და გამოიმუშავე თანხა!

კირკეში ჩვენ ვქმნით და ვყიდით უნიკალურ აქსესუარებს - აბრეშუმის შარფებს, ჩანთებს, რანერებს, რომლებიც შთაგონებულია ქართული მემკვიდრეობით, მითოლოგიითა და ბუნებით. ახლა თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი კომპანიის პარტნიორი და გამოიმუშაოთ თანხა ჩვენი ბრენდის პოპულარიზაციით !

რა არის კირკეს პარტნიორობის პროგრამა?

კირკეს პარტნიორობის პროგრამა ბლოგერების, ინფლუენსერების, კონტენტის შემქმნელებისა და ვებ გვერდის მფლობელებისთვის თანხის გამომუშავების მარტივი და უფასო გზაა ჩვენი აქსესუარების პოპულარიზაციით.

როდესაც ვინმე დააკლიკებს თქვენს სპეციალურ ბმულს და იყიდის პროდუქტს kirke.com.ge-ზე — თქვენ მიიიღებთ პროცენტს გაყიდვიდან. - ასე, მარტივად!


რას გთავაზობთ:

  • 15%-იანი საკომისიო ყველა წარმატებული გაყიდვიდან;

  • შეძლებთ გაყიდვებისა და საკომისიოების თვალყურის დევნებას;

  • მიღებული თანხის განაღდება საბანკო გადარიცხვით;

  • მზა ბანერები, პროდუქტის ბმულები და ვიზუალური მასალა;

  • ფასდაკლების კოდები თქვენი აუდიტორიისთვის, რათა მოიზიდოთ ბევრი მომხმარებელი.


ვის შეუძლია შემოგვიერთდეს?

თუ ხართ:

  • მოდის ბლოგერი ან სტილისტი;

  • ინსტაგრამის ან TikTok-ის ინფლუენსერი;

  • YouTube კონტენტის შემქმნელი;

  • ვებ გვერდის მფლობელი, სადაც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს აუდიტორის ჩვენი ლინკი;

  • ან უბრალოდ ადამიანი, ვისაც კირკეს სტილი უყვარს . . .

. . . შეგიძლიათ გაწევრიანდეთ!


როგორ დავიწყოთ:

  1. გადადით ლინკზე და გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია:   https://kirke.goaffpro.com .

  2. მიიღეთ თქვენი უნიკალური ბმული და ინსტრუმენტები .

  3. დაიწყეთ თქვენთვის დაგენერირებული ლინკის გაზიარება — პოსტებში, სთორებში, ვიდეოებში ან თქვენს ბლოგში.

  4. მიიღეთ საკომისიო თქვენი ბმულის საშუალებით განხორციელებულ ყველა გაყიდვაზე!


დახმარება გჭირდებათ?

კითხვებთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით: 

WhatsApp: +995 574 000100

მეილი: kirkeaccessories@gmail.com


შემოგვიერთდით ახლავე და გააზიარეთ კირკეს სილამაზე.

გახდით კირკეს პარტნიორი დღესვე და გადააქციეთ თქვენი კონტენტი შემოსავლად — ამავდროულად, ხელი შეუწყვეთ ჩვენი საავტორო დიზაინით შექმნილი აქსესუარების  პოპულარიზაციას.

გმადლობთ, რომ ხართ კირკეს ელჩი.