როგორ შეიქმნა ყელსახვევი "საფერავი".
გაზიარება
კოლხური ვენახის ამბავი — შარფი „საფერავი“
კოლხურ ვენახებს მწველი მზე ვერაფერს დააკლებს. შორეულ კუნძულზე მოვინდომე ჩემი საყვარელი ღვინის დაწურვა — საფერავის მტევნები კვლავინდებურად მესალმებიან.
დიონისეს ღიმილმა შთამაგონა, მომეწვია ჩემს ვენახში. ჩვეული დიდებულებით შემოაბიჯა და ბოლომდე დაცალა კოლხური ფიალა.
„ღმერთების სასმისს შევადარებო“, — მითხრა.
ჩემს ქვევრებში დუღს კოლხური ფერები, მე კი ფეხშიშველა გავრბივარ — იქ, ქვევრების ქვეშ, საიდუმლო იღვიძებს — ამბავი, რომელსაც მხოლოდ ეს შარფი ინახავს და შენც შეგიძლია ატარო.
ივანე ჯავახიშვილის ცნობებით, საფერავი პირველად ძველი ქართული ისტორიული პროვინცია შავშეთ-კლარჯეთში გავრცელდა და კოლხეთის მიწებიდან გადაინაცვლა აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, საბოლოოდ კი კახეთში დამკვიდრდა.
„საფერავი“ — ეს არ არის მხოლოდ შარფი. ეს არის მოგზაურობა ტრადიციასა და 8000 წლოვან ისტორიაში.
ატარე ჩემი ვენახის სურნელი,
ატარე ჯადოსნობა, ატარე ამბავი — იმ დიდების, რომელიც საუკუნეებით ცხოვრობს ჩვენს ფერებში.
ატარე შენი ამბავი.