Why Kirke philosophy overview – brand inspiration

რატომ კირკე?

რომელ ჰორიზონტს უყურებენ ნეტავ ღმერთები?
ან საიდან ამოდის მათთვის მზე და საით ჩადის . . .
აისზე დაბადებული კოლხი ქალღმერთის ამბავი რომელი ნაპირიდან იწყება?

შვებულება ზამთარში ავიღე და შავი ზღვისკენ ავიღე გეზი.
ცივი ჰაერი, მწვანე წყალი, შავ ზღვად წოდებული… და მონატრებული ზღვის ხმაური.
სანაპიროზე გამახსენდა კირკე და მედეა.

იქნებ ამ ჰორიზონტს უყურებდნენ? ან სად იყო მათი სახლები?

უცებ წარმოვიდგინე ქალი – ლამაზი, კოლხური სახით,
მოშვებული თმით, კირკეს აბრეშუმის ყელსახვევით . . .
თითქოს დრო მისთვის გაჩერდა.

ასე დაიბადა კირკე.  

 

ბლოგზე დაბრუნება

დატოვეთ კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომენტარების გამოქვეყნებამდე მათი დამტკიცება აუცილებელია.