დიადი კოლხი დედოფალი თუ გრძნეული ქალღმერთი - ჰელიოსისგან მიტოვებული კოლხეთის კუნძულზე?
ზოგჯერ მახსენდება აიეტის სახე და მისი გამოხედვა, როდესაც ბავშვურად ვიჭერდით ჭრიჭინებს ჰელიოსის სამფლობელოში. აიაიაზე ახლა მხოლოდ ფერადი ჭრიჭინები სახლობენ.
არ მკითხოთ, რა ფერები აქვთ - ხშირად ცისარტყელებს ვეძახი.
სახელებს ვარქმევ და ნიმფებს ვუხმობ მათ დასაჭერად.
წითელი - განსაკუთრებით მაოცებს სისწრაფით. ის მუდამ პირველია და ფერების ფერხულში აბამს ყველა დანარჩენს.
ზამთარში ქრებიან, მხოლოდ სიზმრებში ვუხმობ მათ. ისინიც მოდიან - და დილის სიზმრამდე რჩებიან.