silk scarf abkhazian mimosa

როგორ შეიქმნა ყელსახვევი „აფხაზური მიმოზა“.

აფხაზეთი კარგად არ მახსოვს - მხოლოდ ფრაგმენტულად. მახსენდება სახლი, ჩემი ფერადი თეფში და ეზო.

იქ იყო პატარა დღეები, სადაც ყველაფერი დიდ სიხარულად მეჩვენებოდა — ფერებად, სურნელად და სინათლედ ქცეული ბავშვობა.

მთავარია, მეხსიერებას ის სურნელი აფხიზლებს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა - აფხაზური მიმოზების.
სოხუმის არაერთ ქუჩას შემორჩა ეს სუნი ისე, როგორც ჩემს მოგონებებს.

ამბობენ, აფხაზურ მიმოზას განსხვავებული სურნელი აქვს - თითქოს უფრო რბილი, უფრო თბილი . . . 
სწორედ ამ სურნელს მივყავარ სოხუმური მოგონებებისკენ - შეუმჩნევლად, ჩუმად, მაგრამ მყარად.

არ ვიცი, დღეს ისევ ჰყვავის თუ არა მიმოზები ჩემს სოხუმურ ეზოში,
მაგრამ მახსოვს მისამართი -  სადაც დავბრუნდები. იქნებ სურნელის სახით, იქნებ მოგონებით. ან თუნდაც იმ ადამიანების მეშვეობით, ვინც ჩემს მეხსიერებაში იმ სახლთან ერთად ცხოვრობს.

ამ მოგონებამ შთამაგონა ყელსახვევი "აფხაზური მიმოზა" -  თბილი ფერებით, მზით განათებული ყვავილებით და ჩუმი სევდით.

ეს შარფი არის ჩემი ბავშვობის პატარა ფრაგმენტი, რომელიც შენ შეგიძლია ატარო.
ატარე ის სურნელი, რომელიც მახსოვს — და რომელიც, იქნებ, შენც გაგახსენებს რაღაც ძვირფასს.

ბლოგზე დაბრუნება

1 კომენტარი

თქვენი მოგონებები აფხაზეთზე ერთდროულად მტკივნეულად რეალურია და საოცრად ლამაზი. მადლობა, რომ ისტორიას ხელოვნებით აცოცხლებთ💚

მარი

დატოვეთ კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომენტარების გამოქვეყნებამდე მათი დამტკიცება აუცილებელია.