ხელოვნება, რომელიც ატარებს საქართველოს ამბავს
გაზიარება
ხელოვნება, რომელიც ატარებს საქართველოს ამბავს
ჩვენი მიზანია, ქართული კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული სიმამაცე და დავიწყებული ემოციები თანამედროვე, დახვეწილ ფორმებში გავაცოცხლოთ.
ბრენდ "კირკე"-სთვის თითოეული აქსესუარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ აქსესუარი. ჩვენი კოლექციები მათთვისაა, ვინც ეძებს ინტელექტუალურ მოდას და სურს, ატაროს საკუთარი იდენტობა.
ისტორია და გმირობა
ჩვენი ისტორიული ხაზი პატივს მიაგებს იმ ეპოქებსა და ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს საქართველო.
„პატარა კახის” სიმბოლიზმი და XVIII საუკუნის დიდებულება, გადმოცემული ვექტორული სიზუსტით.
თავდადებული გმირების ამბავი, ფერებისა და გეომეტრიული სიმბოლოების ენით — თავისუფლების სიყვარულზე.
ემოცია და მონატრება
საქართველოსთვის ყველაზე სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემა ჩვენს დიზაინში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ეს არ არის მხოლოდ ყვავილოვანი პრინტი — ეს არის სითბოს, მონატრებისა და იმ იმედის სიმბოლო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს.
კოლხური მითოლოგია და ფესვები
ჩვენი ბრენდის სახელი და სიმბოლიზმი უძველეს კოლხეთთან არის დაკავშირებული. „კირკე" და "კოლხური ხოხობი” გვაბრუნებს ჩვენს საწყისებთან — კოლხური კულტურა და მითოლოგიური პერსონაჟები თანამედროვე ესთეტიკით ცოცხლდება.
ხელოვნება და პოეზია
„ბროწეულის ფერი” — გენიალური რეჟისორის ვიზუალური ენა, გადატანილი აბრეშუმზე. ხელოვნების მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენა.
ქართული ლირიკის პოეტური სახეები და რომანტიზმი, შარფებსა და სუფრებზე ორნამენტებად გარდაქმნილი.
ტრადიცია და ყოველდღიურობა
„საფერავი” და „ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორია” — კოლექციები, რომლებიც მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ქვეყნის ამბავს ყვებიან. „ბათუმი” კი ზღვისპირა ქალაქის ხასიათსა და განწყობას ჩვენს აქსესუარებში ქსოვს.
რატომ "კირკე" ?
ჩვენი სტრატეგიაა — ხარისხი, რომელიც არ მეორდება. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ აბრეშუმს და თითოეულ პროდუქტს — შარფს, სუფრას, რანერს თუ ტილოს ჩანთას — ვფუთავთ პრემიუმ ბრენდირებულ ყუთებში, რათა საჩუქრის გაცემის პროცესი დაუვიწყარ გამოცდილებად იქცეს.