რატომ კირკე?
გაზიარება
შვებულება ზამთარში ავიღე და შავი ზღვისკენ ავიღე გეზი. ცივი ჰაერი, მწვანე წყალი და ზღვის უსასრულო ხმა... სანაპიროზე გამახსენდა არგონავტები, მედეა და ... კირკე.
ვეღარ მოვწყდი იმ აზრს – იქნებ ასეთ სანაპიროზე დადიოდა? ან სად იყო მისი სახლი? იქნებ ამ ჰორიზონტს უყურებდა?.. ან სულაც აქ არ იყო, მაგრამ მაინც აქ იგრძნობა მისი სული.
უცებ წარმოვიდგინე: ლამაზი ქალი კოლხური სახით, მოშვებული თმა, აბრეშუმის ყელსახვევი — თითქოს დრო მისთვის გაჩერდა. სწორედ ასე დაიბადა კირკე.